სახლის, ბინის დაზღვევის პროდუქტები საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე

ვერულავა, თენგიზ and გაბუნია, ქეთევან and ჯანჯალაშვილი, ნინო (2015) სახლის, ბინის დაზღვევის პროდუქტები საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
სახლის__ბინის_დაზღვევის_პროდუქტები_საქართველოს_სადაზღვევო_ბაზარზე.pdf

Download (634kB) | Preview

Abstract

შესავალი: სახლის, ბინის დაზღვევა ქონების დაზღვევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ქონების ნებისმიერი მესაკუთრის (მოქალაქის, საწარმოს, სახელმწიფოს) ქონებრივი ინტერესების დაცვას მისი განადგურების, დაზიანების ან დაკარგვის რისკისაგან. კვლევის მიზანს წარმოადგენს სახლის, ბინის დაზღვევის თავისებურებების (სადაზღვევო პროდუქტები, ტარიფები, მოზიდული პრემიები, ანაზღაურებული ზარალები) შესწავლა ოთხი სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე. მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოყენებულ იქნა თვისობრივი კომპონენტი, რომელიც გულისხმობდა სახლის, ბინის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების, ამ სფეროს ექსპერტების მოსაზრებების იდენტიფიცირებას. ამისათვის ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ სადაზღვევო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შედეგები: ქონების დაზღვევის ფინანსური მაჩვენებლების შედეგების მიხედვით 2009 წლიდან დღემდე ლიდერობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, შემდეგ მას მოჰყვებიან: „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „აი-სი ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“. რაც შეეხება სადაზღვევო პროდუქტებს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ აქვს ყველაზე მრავალფეროვანი, საკმაოდ მოსახერხებელი, მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ქონების დაზღვევის პროდუქტები. დასკვნა: საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სახლის, ბინის დაზღვევის მრავალფეროვანი და იაფი სადაზღვევო პაკეტების განვითარება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააჩნდეს მისთვის ხელმისაწვდომი, მისაღები ფასის და ხარისხის სადაზღვევო პაკეტის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: დაზღვევა, სახლის დაზღვევა, ბინის დაზღვევა, ქონების დაზღვევა
Subjects: Business
Business > Business Administration
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 06 Jul 2015 05:45
Last Modified: 06 Jul 2015 05:45
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3006

Actions (login required)

View Item View Item