სახლის, ბინის დაზღვევის პროდუქტები საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე

ვერულავა, თენგიზ და გაბუნია, ქეთევან და ჯანჯალაშვილი, ნინო (2015) სახლის, ბინის დაზღვევის პროდუქტები საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
სახლის__ბინის_დაზღვევის_პროდუქტები_საქართველოს_სადაზღვევო_ბაზარზე.pdf

Download (634kB) | გადახედვა

რეზიუმე

შესავალი: სახლის, ბინის დაზღვევა ქონების დაზღვევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ქონების ნებისმიერი მესაკუთრის (მოქალაქის, საწარმოს, სახელმწიფოს) ქონებრივი ინტერესების დაცვას მისი განადგურების, დაზიანების ან დაკარგვის რისკისაგან. კვლევის მიზანს წარმოადგენს სახლის, ბინის დაზღვევის თავისებურებების (სადაზღვევო პროდუქტები, ტარიფები, მოზიდული პრემიები, ანაზღაურებული ზარალები) შესწავლა ოთხი სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე. მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოყენებულ იქნა თვისობრივი კომპონენტი, რომელიც გულისხმობდა სახლის, ბინის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების, ამ სფეროს ექსპერტების მოსაზრებების იდენტიფიცირებას. ამისათვის ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ სადაზღვევო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შედეგები: ქონების დაზღვევის ფინანსური მაჩვენებლების შედეგების მიხედვით 2009 წლიდან დღემდე ლიდერობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, შემდეგ მას მოჰყვებიან: „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „აი-სი ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“. რაც შეეხება სადაზღვევო პროდუქტებს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ აქვს ყველაზე მრავალფეროვანი, საკმაოდ მოსახერხებელი, მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ქონების დაზღვევის პროდუქტები. დასკვნა: საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სახლის, ბინის დაზღვევის მრავალფეროვანი და იაფი სადაზღვევო პაკეტების განვითარება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააჩნდეს მისთვის ხელმისაწვდომი, მისაღები ფასის და ხარისხის სადაზღვევო პაკეტის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: დაზღვევა, სახლის დაზღვევა, ბინის დაზღვევა, ქონების დაზღვევა
თემატიკა: Business
Business > Business Administration
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 06 ივლისი 2015 05:45
ბოლო ცვლილება: 06 ივლისი 2015 05:45
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3006

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა