საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციართა მიმართვიანობის დინამიკა

ვერულავა, თენგიზ და ნონიკაშვილი, ანა (2015) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციართა მიმართვიანობის დინამიკა. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
საყოველთაო_ჯანმრთელობის_დაცვის_სახელმწიფო_პროგრამით_ბენეფიციართა_მიმართვიანობის_დინამიკა.pdf

Download (771kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/51-...

რეზიუმე

შესავალი: 2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მეშვეობით საქართველოს მთელი მოსახლეობაა მოცული. დაუზღვეველი მოსახლეობის ჩართვა სახელმწიფო პროგრამაში დადებითად იმოქმედებს სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე და გაზრდის მათ მიმართვიანობას. კვლევის მიზანია ბენეფიციარების მიმართვიანობის ანალიზი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შემოღებამდე და პროგრამის შემოღების შემდეგ, ანუ რამდენად გაიზარდა პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში წინათ დაუზღვეველი მოსახლეობის მიმართვიანობა, და ასევე, აღნიშნული პროგრამით მათი კმაყოფილების შესწავლა. მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კომპონენტები, კერძოდ, მიზნობრივი ჯგუფების (პროგრამის ბენეფიციარები, ექიმები, ექსპერტები და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები) მოსაზრებების იდენტიფიცირება პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით, სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემდეგ ოჯახის ექიმთან და ექიმ-სპეციალისტთან მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. უმნიშვნელოდ, მაგრამ ასევე მოიმატა ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევების სიხშირე. დისკუსია, დასკვნა: მიუხედავად აღნიშნული პროგრამის ამოქმედებით მიღებული სერიოზული დადებითი ძვრებისა, ქვეყანაში მაინც არსებობს პირველადი ჯანდაცვის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია. სასურველია სამედიცინო მომსახურების ისეთ სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც განაპირობებენ კატასტროფულ ხარჯებს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მათი ჩართვა, ამ სერვისების მოცულობის გაფართოება. ჯანდაცვაზე გამოყოფილი მწირი სახსრების ეფექტურად გამოყენებისათვის მიზანშეწონილია კერძო სადაზღევო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამების განხორციელებაში, რაც ჯანდაცვის ხარჯების შემცირებასთან ერთად გაზრდის კონკურენციას სამედიცინო ბაზარზე, შესაბამისად მომსახურების ხარისხს.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, საყოველთაო ჯანდაცვა
თემატიკა: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 06 ივლისი 2015 05:48
ბოლო ცვლილება: 06 ივლისი 2015 05:48
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/2999

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა