მაღლაკელიძე, ნათელა და ჭაბაშვილი , მიქაელ (2014) პუნქტუაციური ჩვვევების ფორმირება სკოლაში. In: The 3rd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education), 2014 წლის 5-6 დეკემბერი, რუსთავი.
|
ტექსტი
2469 (1).pdf Download (119kB) | გადახედვა |
რეზიუმე
ანოტაცია სტატიაში განხილულია სკოლაში პუნქტუაციის სწავლების საკითხები, ის ტიპობრივი შეცდომები, რომელთაც ხშირად ვხვდებით მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში. პუნქტუაციური ჩვევების ფორმირება წერითი მეტყველების ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენეტია, მასზე მუშაობა სკოლაში მშობლიური ენის სწავლების ადრეული ეტაპიდან იწყება. პუნქტუაციის შესწავლით მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ სასვენი ნიშნის ხმარების წესებს, არამედ ამით ეცნობა ენის სინტაქსურ და სტილისტიკურ ბუნებას; პუნქტუაციური ანალიზის პროცესში იგი ნათლად ხედავს – ენაში რა სინტაქსური კონსტრუქციებია შესაძლებელი, როგორ შეიძლება მარტივი შინაარსის გადმოცემა რთული კონსტრუქციებით, რთულისა – მარტივით . სასვენი ნიშნების გამოყენების თვალსაზრისით მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში უამრავი შეცდომა გვხვდება, რაც ართულებს აზრის სწორად, გასაგებად გამოხატვას, ხოლო მკითხველს კი ხელს უშლის მის სწორად აღქმაში. მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში დაშვებულ შეცდომათა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სწორედ სასვენი ნიშნების არასწორ გამოყენებაზე მოდის. ტიპიური შეცდომებია: ა) სასვენი ნიშნების დასმა იქ, სადაც ეს არ არის საჭირო. ბ) ერთი სასვენი ნიშნის შეცვლა მეორით, გ) სასვენი ნიშნის დაუსმელობა. პუნქტუაციაში მოსწავლეები შედარებით კარგად ართმევენ თავს ე. წ. „ცოდნის გამოყენებაზე“ ორიენტირებული სავარჯიშოების შესრულებას (გადაწერა, კარნახი). რაც შეეხება სასვენი ნიშნების გამოყენებას თავისუფალი ხასიათის წერით სავარჯიშოებში, აქ გაცილებით უარესი სურათი გვაქვს. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენებას. ანალოგიური სურათი გვაქვს პირველკურსელებთანაც. მათ უმრავლესობას არა აქვს გამომუშავებული პუნქტუაციური უნარ-ჩვევები. სასწავლო პროცესზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ პუქტუციურ შეცდომათა გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ინტონაციაა; არადა, დღეს უკვე აღარ არის სადავო ის ფაქტი, რომ მთელი რიგი პუნქტუაციური ნიშნების გამოყენება ხდება ენის სინტაქსური თავისებურებების გააზრების საფუძველზე. სკოლაში კი დღეს სინტაქსის (ისე, როგორც მთლიანად გრამატიკის) სწავლების თვალსაზრისით საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს, რაც ასახვას პოულობს მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში.
ობიექტის ტიპი: | სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია) |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | პუნქტუაცია, მოსწავლე, სასვენი ნიშნები, უნარ-ჩვევები, სინტაქსი. |
თემატიკა: | L Education > L Education (General) |
განმათავსებელი მომხმარებელი: | ნათელა მაღლაკელიძე |
განთავსების თარიღი: | 06 აპრილი 2015 12:31 |
ბოლო ცვლილება: | 24 აპრილი 2015 08:14 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1897 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |