გარდატეხის ხანის ლიტერატურა

ცაგარელი, ლევან (2013) გარდატეხის ხანის ლიტერატურა. In: 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა. (არ გამოქვეყნებულა)

[img] სლაიდ შოუ
Wende.ppt

Download (4MB)

რეზიუმე

გერმანიის გაერთიანების შედეგად ორივე ქვეყნის მაცხოვრებლები სრულიად ახალი სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდნენ. ეს ახალი სინამდვილე მწერლებისგან მოითხოვდა უშუალო წარსულის ხელახალ გააზრებასა და შეფასებას, საკუთარი თვითშეგნების გაცნობიერებასა და საერთო მომავლის შესახებ დაფიქრებას. სწორედ ამიტომ ეწოდება გასული საუკუნის 90-იანი წლების გერმანულენოვან მწერლობას „გარდატეხის ხანის ლიტერატურა“. ლექციაზე გავიხსენებთ, რა თემებზე გაიმართა ლიტერატურული დებატები 90-იან წლებში; დავაკვირდებით, როგორ დაბრუნდა თხრობის წადილი გერმანულ ლიტერატურაში და აღვწერთ გერმანულენოვანი ლიტერატურული პოსტმოდერნიზმის (პატრიკ ზიუსკინდი, რობერთ შნაიდერი, ქრისტოფ რანსმაირი, კლაუს მოდიკი) თავისებურებებს; შევიტყობთ, რა არის „ქალთა ახალი ლიტერატურა“ და რატომ იყო სკანდალური ელფრიდე იელინეკის რომანები; გავიცნობთ დურს გრიუნბაინს როგორც გაერთიანებული გერმანიის უმნიშვნელოვანეს პოეტს და გავარკვევთ, რატომ იქცა სხეული ახალი პოეზიის მთავარ თემად; ვიმსჯელებთ, რის გამო დაბრუნდა ნაციონალსოციალიზმთან დაკავშირებული თემატიკა ახალგაზრდა მწერლების - ბერნჰარდ შლინკის, მარსელ ბაიერისა და თომას ლერის შემოქმედებაში.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (ლექცია)
თემატიკა: P Language and Literature > PT Germanic literature
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Levan Tsagareli
განთავსების თარიღი: 23 მარტი 2015 08:31
ბოლო ცვლილება: 23 მარტი 2015 08:31
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1807

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა