გერმანულენოვანი სოც.რეალიზმი

ცაგარელი, ლევან (2013) გერმანულენოვანი სოც.რეალიზმი. In: 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა. (არ გამოქვეყნებულა)

[img] სლაიდ შოუ
DDR-Literatur.ppt

Download (826kB)

რეზიუმე

სოც.რეალიზმი ალბათ ერთ-ერთი იმ იშვიათ ლიტერატურულ ტენდენციათაგანია, რომელიც ყველაზე მეტად აახლოებს ქართულ ლიტერატურას გერმანულენოვან ლიტერატურასთან, რადგან 1945-1990 წწ. როგორც ქართული, ისე აღმოსავლეთ გერმანული (ე.ი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის) ლიტერატურა კოლონიური სინამდვილის ფარგლებში იწერებოდა. ლექციაზე აღმოვაჩენთ, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შექმნილი ლიტერატურა სულაც არ ყოფილა ისეთი ერთფეროვანი, როგორც წარმოგვედგინა; ჩვენ შევიტყობთ, რის შესახებ წერდა „მწერალ მუშათა წრეები“ და რა არის „აღმშენებლობითი რომანი“; გავარკვევთ, რატომ მოიპოვება დღემდე ყველა ქართულ ბიბლიოთეკაში ერვინ შტრიტმატერის, ვილი ბრედელის, ანა ზეგერსის, ჰერმან კანტისა და სხვათა ნაწარმოებები; დავაკვირდებით, როგორ შეიცვალა აღმოსავლეთ გერმანული ლიტერატურის თემატიკა 60-იან წლებში, როდესაც მწერალთა ახალი თაობის კრიტიკული დამოკიდებულება ცხოვრების სოციალისტური წესის მიმართ აშკარა გახდა; გავიცნობთ მწერალ ქალს (ქრისტა ვოლფს), რომელმაც მოახერხა, თანაბრად ცნობილი გამხდარიყო ორივე გერმანიაში; დავფიქრდებით, რატომ წერდა უვე იონსონი იდენტობადაკარგულ ადამიანებზე და რატომ იქცა ფოლკერ ბრაუნისთვის სოციალიზმი უშინაარსო მეტაფორად.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (ლექცია)
თემატიკა: P Language and Literature > PT Germanic literature
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Levan Tsagareli
განთავსების თარიღი: 23 მარტი 2015 08:29
ბოლო ცვლილება: 23 მარტი 2015 08:29
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1805

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა