უნივერსალიზმი და სელექტივიზმი - ჯანდაცვის ორი მიდგომა და საქართველო

ვერულავა, თენგიზ (2014) უნივერსალიზმი და სელექტივიზმი - ჯანდაცვის ორი მიდგომა და საქართველო. ლიბერალი. ISSN 1987-7528

This is the latest version of this item.

[img] Text
თენგიზ ვერულავა - უნივერსალიზმი და სელექტივიზმი ჯანდაცვის ორი მიდგომა და საქართველო.Pdf - Published Version

Download (192kB)

Abstract

უნივერსალიზმი და სელექტივიზმის (შერჩევითობის) ცნებები გამოიყენება ჯანდაცვის სისტემური მოწყობის დასახასიათებლადაც. უნივერსალური ჯანდაცვა ფარავს მთელ მოსახლეობას, ხოლო სელექტიური ჯანდაცვა მხოლოდ მათ, ვინც სოციალურად დაუცველია ან მაღალი რისკის გამო ყველაზე მეტად საჭიროებს სერვისებს. საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე შეეცადა აეშენებინა ჯანდაცვის როგორც უნივერსალური ასევე სელექტიური სისტემა. 2013 წლამდე სახელმწიფო ფარავდა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველომ აირჩია უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა. რაოდენ მიმზიდველი არ იყოს უნივერსალიზმის მიდგომა, იგი მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, რაც დაბალშემოსავლიანი ქვეყნის ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია. საქართველოს არ შეუძლია ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტის დაფინანსების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება უნდა გახდეს. სახელმწიფოს დაფინანსება უმთავრესად კონცენტრირებული უნდა იყოს ბენეფიციარებზე, რომელთაც ამ დახმარების გარეშე სიღარიბე ემუქრებათ.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: ჯანდაცვა, საქართველოს ჯანდაცვა
Subjects: H Social Sciences > H Social Sciences (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 13 Feb 2015 14:09
Last Modified: 06 Apr 2015 10:39
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1754

Available Versions of this Item

Actions (login required)

View Item View Item