კირვალიძე, ნინო (2006) კვანტორულ ლექსიკურ ერთეულთა სემანტიკური და რეფერენტული თავისებურებანი ინგლისურენოვან ტექსტში. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტი", 3 (26). pp. 114-117. ISSN 1512-0333
|
Text
კვანტორულ ლექსიკურ ერთეულთა სემანტიკური და რეფერენტული თავისებურებანი....pdf Download (6MB) | Preview |
Abstract
სტატია ეძღვნება კვანტორული ლექსიკური ერთეულების სემანტიკური და რეფერენტული თავისებრებების კვლევას თანამედროვე ინგლისურში. ეს ლექსემები წარმოადგენენ ცარიელ, ინტენსიონალობას მოკლებულ არარეფერენტულ სახელებს, რომლებსაც მხოლოდ ექსტენსიონალი გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი ადამიანის ან საგნის იდენტიფიცირებას ახდენენ აბსტრაჰირებულად, როგორც ადამიანთა/ საგანთა კლასის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მისი ინდივიდუალიზაციის გარეშე. კვანტორულ ნიშანთა რეფერენტული ფუნქციონირება ინგლისურენოვან ტექსტში მკაცრად რეგლამენტირებულია. აბსტრაჰირებული იდენტიფიკაციის დროს იგი შემოიფარგლება მსჯელობის საგნის პირველადი პრეზენტაციით ტექსტში, რითაც ყოველთვის აკონტროლებს პრონომინალური სუბსტიტუტის სემანტიკას, აფიქსირებს რა მის ადგილს პოსტპოზიციაში. იმ შემთხვევაში კი, როდესაც რეფერირება ხორციელდება ექსტრალინგვისტური ონტოლოგიური კლასის არა ღია, არამედ სიტუაციურად განსაზღვრული სიმრავლის მიმართ, თავად კვანტორული ერთეულის სემანტიკა კონკრეტდება პოსტპოზიციაში მდგომი ატრიბუტული დამოკიდებული წინადადებით ან დენოტაციური მნიშვნელობის მქონე სახელადი ფრაზით ან ფრაზებით.
Item Type: | Article |
---|---|
Subjects: | P Language and Literature > P Philology. Linguistics P Language and Literature > PE English |
Divisions: | Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences |
Depositing User: | Prof. Nino Kirvalidze |
Date Deposited: | 18 Feb 2014 06:19 |
Last Modified: | 18 Feb 2014 06:19 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1096 |
Actions (login required)
View Item |