ონლაინ დისტანციური სწავლის პროცესში სკოლის გამოცვლის გამოცდილების ფენომენოლოგიური კვლევა

საჯაია, ანი და ქველაძე, ნატო და მარკოზაშვილი, რუსუდან (2021) ონლაინ დისტანციური სწავლის პროცესში სკოლის გამოცვლის გამოცდილების ფენომენოლოგიური კვლევა. ონლაინ დისტანციური სწავლის პროცესში სკოლის გამოცვლის გამოცდილების ფენომენოლოგიური კვლევა. (არ გამოქვეყნებულა)

[img] ტექსტი
კვლევის ანგარიში_ საბოლოო.pdf

Download (417kB)

რეზიუმე

მოცემული კვლევა ჩატარდა ფენომენოლოგიური მიდგომით, რომლის მიზანი გახლავთ იმ მოსწავლეთა პირადი გამოცდილების შესწავლა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში შეიცვალეს სკოლა და არ იცნობენ არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს. კვლევის ფარგლებში ჩავატარეთ 17 სიღრმისეული ინტერვიუ, რომელთა საშუალო დრო შეადგენდა 40 წუთს. გავაკეთეთ ინტერვიუების აუდიო ჩანაწერი და მათი წერილობითი ტრანსკრიპტები. შეგროვებული მონაცემების კოდირება მკვლევრებმა გავაკეთეთ ცალ-ცალკე, ხოლო ინტერპრეტაციაზე ვიმუშავეთ ერთად. რესპონდენტები შევარჩიეთ ჰომოგენური შერჩევის მეთოდით. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად რესპონდენტი უნდა ყოფილიყო საბაზო ან საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლე, რადგან, დაწყებითი საფეხურისაგან განსხვავებით, ისინი არ დაუბრუნებიან საკლასო ოთახებს. არჩევანი შევაჩერეთ თბილისის სკოლებზე, რადგან რაიონებში მაღალი იყო რისკი იმისა, რომ ახალ მოსწავლეს სკოლის გარეთ ჰქონოდა კლასელებთან ან მასწავლებლებთან კავშირი. კვლევის ფარგლებში მივიღეთ ორი ძირითადი შედეგი: გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ გარემოსთან ვერ ადაპტირდა, ნაწილი კი თავს ახალ სკოლაში კომფორტულად გრძნობს. ყოველივე ამის მიზეზები და დამატებითი ტენდენციები განხილულია კვლევის ანგარიშში.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: Education in Georgia; COVID 19; Online distance education;
თემატიკა: L Education > L Education (General)
განმათავსებელი მომხმარებელი: ნათია ანდღულაძე
განთავსების თარიღი: 05 ოქტომბერი 2021 09:37
ბოლო ცვლილება: 05 ოქტომბერი 2021 21:08
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/10620

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა