კირვალიძე, ნინო (2009) მეტაფორული კონცეპტუალური პარალელიზმები ამერიკულ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. “ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში.” საერთაშორისო კონფერენციის მასალები, 1. pp. 177-181. ISSN 1987; ISBN 987-9941-409-91-2.
|
Text
მეტაფორული კონცეპტუალური პარალელიზმები ამერიკულ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში.pdf Download (10MB) | Preview |
Abstract
ნაშრომის მიზანია ომთან დაკავშირებული ქართული და ამერიკული პოლიტიკური დისკურსის კვლევა და ომის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის იმ საერთო და განმასხვავებელი ნიშნების წარმოჩენა, რომლებიც ამ ქვეყნების ხალხების ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. საკვლევ მასალად აღებული გვაქვს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ქართული და ამერიკული პოლიტიკური დისკურსები. ჩვენ მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ომის მეტაფორულ კონცეპტუალიზაციას ამერიკულ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში საფუძვლად უდევს სამი ტიპის გამომხატველობითი სისტემა. ესენია: ა) ომის კლაუსვიცისეული მეტაფორული კონცეპტუალიზაცია, რომლის მიხედვითაც “ომი არის პოლიტიკა, განხორციელებული სხვა საშუალებებით”, ხოლო “პოლიტიკა არის ბიზნესი თავისი მოგებით და წაგებით”. აღნიშნულ მეტაფორებში მოცემულია ომის პრაგმატული გამართლების მცდელობა. ბ) ჯორჯ ლაკოფის მიერ შემუშავებული კოგნიტურ მეტაფორათა სისტემა, რომლებშიც მოცემულია ომის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია და მისი მორალური გამართლების მცდელობა. ლაკოფი სახელმწიფოს განიხილავს მეტაფორულად როგორც პიროვნებას, რომელიც ჩართულია სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში მსოფლიო საზოგადოების ფარგლებში. მისი მეტაფორა “სახელმწიფო არის პიროვნება” და მისგან გამომდინარე “მკაცრი მამის”, “მზრუნველი მშობლის” და “მეზობლების მჩაგვრელის” მორალური მეტაფორები ფარავენ ომის რეალურ სახეს და ცდილობენ მორალური გამართლება მოუძებნონ მას. გ) ომის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის “ბოროტისა” და “კეთილის” მარადიული ბრძოლის ზღაპრისეული საწყისი მისთვის დამახასიათებელი ბოროტი ძალის დამარცხებით და “მხსნელი გმირის” გამარჯვებით, რომელიც ზღაპრისაგან განსხვავებით, რეალურ ომში გამარჯვებულად ვერ ჩაითვლება “იმ დიდი მსხვერპლის და ზარალის გამო, რომელიც ნებისმიერ ომს ახლავს თან მიუხედავად იმისა, სამართლიანია თუ არა ეს ომი. ემპირიული მასალის შეპირისპირებითმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ზემოხსენებული ომის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის მოდელები უნივერსალურია და ამდენად საერთო ამერიკულ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. თუმცა ქართულ დისკურსში ეს მეტაფორები უფრო მკვეთრი და მძაფრი გამომხატველობით ხასიათდებიან, რაც ქართული ეთნოფსიქოლოგიით აიხსნება.
Item Type: | Article |
---|---|
Subjects: | P Language and Literature > P Philology. Linguistics P Language and Literature > PE English |
Divisions: | Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences |
Depositing User: | Prof. Nino Kirvalidze |
Date Deposited: | 17 Feb 2014 04:50 |
Last Modified: | 17 Feb 2014 04:50 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1030 |
Actions (login required)
View Item |