მომავლის სოფელი - კონკურენტუნარიანობის ამაღლება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით (სოფელის საწირე, საქართველო)

ჯაფარიძე, დიმიტრი (2017) მომავლის სოფელი - კონკურენტუნარიანობის ამაღლება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით (სოფელის საწირე, საქართველო). ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. (პროცესშია)

[img]
გადახედვა
ტექსტი (კვლევა ფოკუსირებულია საქართველოში სასოფლო განვიტარების თემაზე მცირე ბიზნესისა და ტურისტული აქტივობების მეშვეობით)
მომავლის სოფელი.pdf

Download (5MB) | გადახედვა

რეზიუმე

მიმდინარე ეტაპზე საქართველოში სასოფლო განვითარების ახალ მოდელს ეყრება საფუძველი. აღნიშნულ თემას მიეძღვნა წინამდებარე ნაშრომი და იგი წარმოადგენს მცდელობას თეორიულად და აგრეთვე პრაქტიკულ ჭრილში წარმოდგენილი იქნეს მოსალოდნელი ცვლილებები ქართული სოფლის მაგალითზე. ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული სასოფლო განვითრების პოლიტიკა და თეორია ძირეულად იცვლება და ყალიბდება სასოფლო განვიათარების ახალი პარადიგმა. დღეს სასოფლო განვითარება ყოვლისმომცველი ხასიათის პროცესია, სადაც მრავალი სოციალური ჯგუფი თავიანთ ჩართულობას უზრუნველყოფს საკუთარი ინტერესების შერწყმით კოლექტიური და ტრადიციული წინაპირობებით გაჯერებულ გარემოსთან. სასოფლო განვითარება მოდერნიზაციის მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს და თვით-რეგულირებად პროცესს წარმოადგენს. წინამდებარე კვლევის საფუძველზე ნათლად არის წარმოდგენილი ტურიზმის, სოფლის მეურნეობისადა მცირე ბიზნესის როლი ამ მნიშვნელოვან პროცესში. სოფლის მეურნეობის სფერო ისტორიულად ქართული საზოგადოების კულტურისა და იდენტობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად მთელი გასული საუკუნის მანძილზე საქართველოში განვითარებულმა არასახარბიელო მოვლენებმა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ამ სფეროზე, რაც ნეგატიურად აისახა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგზე და გამოიწვია სასოფლო განვითარების შეფერხება. მიმდინარე ეტაპზე სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მცირე ბიზნესი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებად იქნა აღიარებული და ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იქეთ, რომ მაქსიმალურად იქნეს ათვისებული არნიშნული პოტენციალი და მოხმარდეს საზოგადოებრივი განვითარების მიზნებს. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავდა შეესწავლა სასოფლო განვითარების პერსპექტივა დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ქართული სოფლის, საწირეს მაგალითზე. შესაბამისად, აღნიშნული მცდელობა წარმოადგენს ე.წ. "შემთხვევის შესწავლას", რომელსაც გარდა ზოგადი თეორიული მიზნისა, გამოყენებითი მნიშვნელობაც გააჩნია. კერძოდ, კვლევის საფუძველზე შეფასდა სოფლის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, განვითარების პოტენციალი და როგორც გრძელვადიანი, ასევე ოპერაციული ხასიათის საკითხები. შესაბამისად, შემუშავდა საწირეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, მოქმედებათა გეგმა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. კერძოდ, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში ჩემი კვლევითი მივლინების ფარგლებში, სადაც საშუალება მომეცა 4 გავცნობოდი სასოფლო განვითარების სფეროში დღეის მდგომარეობით საერთაშორისო აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში გენერირებულ ძირითად თეორიებსა და პოლიტიკურ მიდგომებს. შედეგად, წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, თანამედროვე თეორიული ხედვები შეჯერებული იქნეს ქართული სოფლის განვითარების სტრატეგიასთან. კვლევის პროცესი მიმდინარეობდა საწირეს განვითარების ფონდისა და მოსახლეობის უპრეცედენტო ჩართულობით. ასევე, საწირეს განვითარების სტრატეგიის მოდელის ფასეულობა განაპირობა მასში მეწარმეთა ახალი თაობის ხედვის ინტეგრირებამ. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამის სრულმა კოჰორტამ გამოხატა მზადყოფნა ჩართულიყო აღნიშნულ პროექტში. მათ მიერ სრულად იქნა იდენტიფიცირებული სოფელ საწირეს ეკონომიკური პოტენციალი და მომზადებული იქნა საინვესტიციო მოდელი, რომელიც შედგება სხვადასხვა კონკურენტუნარიანი ბიზნეს-იდეისაგან. თითოეული ბიზნეს იდეის საფუძველზე მათ მიერ მომზადებული იქნა დეტალური პროექტი, ჯამში 24 ბიზნეს-გეგმა. ამგვარად, წინამდებარე დოკუმენტი წამოადგენს მცდელობას ხელი შეეწყოს სასოფლო განვითარების სტრატეგიის რეალიზებას კონკრეტული ქართული სოფლის პრობლემატიკის გამოკვლევის მეშვეობით. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კვლევა მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საქართველოში სასოფლო არეალის განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საქმეში.

ობიექტის ტიპი: წიგნი
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: სასოფლო განვითარება, სოციალური კაპიტალი, ტურიზმი, მცირე ბიზნესი
თემატიკა: H Social Sciences > HB Economic Theory
H Social Sciences > HD Industries. Land use. Labor
H Social Sciences > HT Communities. Classes. Races
განმათავსებელი მომხმარებელი: პროფ. დიმიტრი ჯაფარიძე
განთავსების თარიღი: 18 აპრილი 2017 09:28
ბოლო ცვლილება: 18 აპრილი 2017 09:28
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6467

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა