ფშავი - მულტიმედიალური რესურსი

ბუხრაშვილი, პაატა (2009) ფშავი - მულტიმედიალური რესურსი. რუსთაველის ფონდი.

[img] ტექსტი
გრანტის მიღება-ჩაბარების აქტიi (1).doc

Download (26kB)
ოფიციალური URL: http://pshavi.iliauni.edu.ge/

რეზიუმე

ეთნოლოგიური მულტიმედიური კრებული "ციხეგორს გალობს ბულბული" რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით გამოიცა ეთნოლოგიური მულტიმედიური კრებული "ციხეგორს გალობს ბულბული", რომლის ავტორიც გახლავთ პროფ. პაატა ბუხრაშვილი (ილიას უნივერსიტეტი). მულტიმედიური დისკში შესულია : ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს ფშავის თემის ჯვარ-ხატების ზუსტი გეოგრაფიულ-კოორდინატული აღწერა და რუქებზე სათემო სალოცავების საზღვრების დატანა; 1. ფშავის მხარეში (მუქოსა და მათურის თემები) შემავალი ხატის მამულების, მიტოვებული დასახლებების და არსებული სოფლების საზოგადოებრივ-თემობრივი საზღვრების დადგენა-ფიქსაცია. 2. ფშავის მხარეში საკულტო – სათემო საკულტო ძეგლების (ჯვარ – ხატების) აღწერა. 3. სათემო დღესასწაულების (დადიდებები, მსხვერპლთშეწირვა, ქალ-ვაჟის ხატში გაყვანა და ა.შ.) აუდიო, ვიდეო და ფოტო ფიქსაცია. 4. მოპოვებული მასალების ანალიზი, სისტემატიზება და მულტიმედიურ ფორმატში (CD-ზე) მომზადება სახელმწიფო-ადმინისტრაციულ დაწესებულებებში სახელმძღვანელოდ, აგრეთვე სასწავლო-ვიზუალური გამოყებნებისა და მედიისათვის. განხორციელებული კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო მაქსიმალურად უცდომელი საზოგადოებრივ - თემობრივი რუკის მომზადება ხევისბრებთან და ხატის შვილობის საფუძველზე გაერთიანებულ მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობის საფუძველზე. კვლევითი ჯგუფი შეეცდა თითოეული თემის და მასში შემავალი არეალის საზღვრების, დასახლების, წმინდა ნაგებობების, კვრივების, ხატის მიწების აღწერის საფუძველზე მაქსიმალური სიზუსტით აღედგინოა იქაური ტრადიციული იერსახე.

ობიექტის ტიპი: სხვა
თემატიკა: C Auxiliary Sciences of History > C Auxiliary sciences of history (General)
Ethnology > C Auxiliary Sciences of History > C Auxiliary sciences of history (General)
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: პაატა ბუხრაშვილი
განთავსების თარიღი: 24 იანვარი 2014 05:27
ბოლო ცვლილება: 24 იანვარი 2014 05:27
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/325

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა