ვერულავა, თენგიზ and კილასონია, ნელი
(2015)
ფინანსური რისკების დაზღვევის ტენდენციები საქართველოში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
ISSN 978-9941-9361-2-8
Abstract
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ფინანსური რისკების დაზღვევა ნაკლებადაა განვითარებული. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია გასცემს ფინანსურ გარანტიებს. სადაზღვევო ბაზარზე საერთოდ არ არსებობს ფინანსური რისკების დაზღვევის პროდუქტი, რომლის გაცემა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების პრეროგატივაა. ბანკები იყენებენ შიდა რისკ-მენეჯმენტს, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური რისკების დაზღვევაში ბანკები გვევლინებიან სადაზღვევო კომპანიების კონკურენტებად.
სადაზღვევო სფეროში ფინანსური რისკების დაზღვევის განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ პროექტების ზრდა, რომლებზედაც გამოცხადდება ტენდერები. ასევე მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიებისადმი ნდობის ფაქტორის ამაღლება. ამით მეწარმე შეეცდება ფინანასური გარანტიის საჭიროებისას მიმართოს არა ბანკს არამედ სადაზღვევო კომპანიას.
Available Versions of this Item
-
ფინანსური რისკების დაზღვევის ტენდენციები საქართველოში. (deposited 30 Jun 2015 06:35)
[Currently Displayed]
Actions (login required)
|
View Item |