ლაშხია, მაკა/მ (2015) პოსტმოდერნული სიმულაციური სამყარო (აი უეიუეისა და რონ მიუექის მხატვრული კონცეფციის მაგალითზე)". გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრი. (არ გამოქვეყნებულა)
ტექსტი
თეზისები-საჯარო-ლექციისათვის-მაკა-ლაშხია.doc Download (27kB) |
რეზიუმე
თანამედროვე სამყაროში, ძნელია განასხვავო სადაა ხელოვნება და სადაა რეალობა. აქ თითქმის ყველაფერი რეალურის, ან/და ხელოვნების სიმულაციაა. პოსტმოდერნისტული ხელოვნება რეალობის სიმულაციას ახდენს, მაგრამ ისე, რომ ის მოცემულ რეალობას არასოდეს არ ახვევს თავს საკუთარ წესრიგს. პირიქით, პოსტმოდერნისტული ხელოვნება კონფორმისტულად ემორჩილება სამყაროსეული შენობის კონსტრუქციას. სუბიექტების მიერ ობიექტების სურვილების კონფორმისტული მიდევნება „სიმულიაკრების ესთეტიკას“ „გაქრობის ესთეტიკად“ გადააქცევს, სადაც რეალობის ნაცვლად მკვდარი ფორმები მეფობენ. პოსტმოდერნისტულ სამყაროში, სადაც რეალობა რეალობის მოდელად გარდაიქმნება, სინამდვილესა და ნიშნებს შორის განსხვავებულობა იხსნება და ყველაფერი იქცევა „სიმულიაკრად“. „სიმულიაკრი“ ეს ის ფსევდოსაგანია, რომელიც აგონიაში ჩავარდნილ რეალობას პოსტრეალობის სიმულიაკრით ჩაანაცვლებს – ესაა არარსებობა არსებობის დროს, რომელიც შლის ყოველგვარ საზღვარს წარმოსახულსა და რეალურს შორის. ამ პირობებში შექმნილი ჰიპერრეალობა შეიძლება შეფასდეს, როგორც კულტურის რეაქცია საკუთარ ტოტალურ სიმულაციურობაზე: სიმულაცია იმდენად ფართო მასშტაბისაა, რომ აიძულებს ყველა რეალურს, დაემთხვეს მისგან წარმოებულ მოდელებს. უკვე ნამდვილად აღარ რჩება ადგილი მეტაფიზიკისათვის. აღარ არსებობს მოვლენათა არსი, აღარც რეალური და არც მისი კონცეპტი. ამიერიდან ნიშნისა და ობიექტის სტატუსი განუყოფელია. აქ უკვე არ შეიძლება იყოს მსჯელობა არც პაროდიაზე, არც გაორებაზე, არც იმიტაციაზე, მხოლოდ „რეალურის შეცვლაზე რეალურის ნიშნებით“
ობიექტის ტიპი: | სხვა |
---|---|
თემატიკა: | B Philosophy. Psychology. Religion > BH Aesthetics |
ქვეგანყოფილება: | Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences |
განმათავსებელი მომხმარებელი: | დოქტორი მაკა ლაშხია |
განთავსების თარიღი: | 17 აპრილი 2015 11:07 |
ბოლო ცვლილება: | 17 აპრილი 2015 11:07 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/2097 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |