ჯაფოშვილი, ბელა (2014) ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა (REEFS). In: ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა (REEFS). (არ გამოქვეყნებულა)
სლაიდ შოუ
REEFSპრეზენტაცია ბათუმი.ppt Download (9MB) |
რეზიუმე
ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა (REEFS) არის საპილოტე პროექტი, რომელიც ორიენტირებულია შავ ზღვაში ხელოვნური რიფების გარემოზე ზემოქმედების სამეცნიერო კვლევებზე. REEFS პროექტი არის ხუთი პარტნიორის�ერთობლივი – ტრანსსასაზღვრო ინიციატია – ბულგარეთი (ბულგარეთის ბიომრავალფეროვნების ფონდი), უკრაინა (სამხრეთის ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტის ოდესის ფილიალი), რუმინეთი (არასამთავრობო ორგანიზაცია Mare Nostrum), საქართველო (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და თურქეთი (შავი�ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი). პროექტის მთავარი ამოცანებია: ერთობლივი ცოდნის ამაღლება და საინფორმაციო ბაზის გაძლიერება ხელოვნური რიფების გამოყენებით შავის ზღვის ეკოსისტემის ორგანული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. პოლიტიკოსების მხარდაჭერა შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების მიღების პროცესში, სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების და მეთევზეობის მდგრადი მოხმარებისათვის შავ ზღვაში. შავი ზღვის გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. REEFS- -ის მიზანია ხელი შეუწყოს რიგ საერთაშორისო სტრატეგიულ ინიციატივებს ზღვის აუცილებელი ფილტრების აღდგენაში პრაქტიკული და აქტიური თვალსაზრისით. მოლუსკების და ფსკერის წყალმცენარეების ზრდა; წყლის გამჭვირვალობის გაზრდა; ჟანგბადით გაჯერება; ბიოგენური ელემენტების ჰიდრობიონტების ბიომასასთან შეკავშირება; შავი ზღვის ენდემური ღორჯოების პოპულაციების აღდგენა, რომელთაგან ნახევარს კომერციული მნიშვნელობა აქვს
ობიექტის ტიპი: | სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (მოხსენება) |
---|---|
თემატიკა: | Q Science > QL Zoology |
ქვეგანყოფილება: | Institutes > Institute of Zoology |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Dr Bella Japoshvili |
განთავსების თარიღი: | 06 აპრილი 2015 10:25 |
ბოლო ცვლილება: | 06 აპრილი 2015 10:25 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1885 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |