<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">არქიტექტურის რომაელი თეორიტიკოსის ვიტრუვიუსის ტრაქტატში ,,არქიტექტურის ათი წიგნი", სადაც თავმოყრილია ძველი არქიტექტურული და საამშენებლო მემკვიდრეობა, აღწერილია კოლხური და ფრიგიული სახლებიც, როგორც საცხოვრისთა უძველესი ნიმუშები. ნაშრომის მიზანია, ყველა არსებული მონაცემის ურთიერთშეჯერებით, განსაზღვროს აღწერილ ნაგებობათა ტიპოლოგია, მათი არქიტექტურული სახის რეკონსტრუქცია.</abstract>
