<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე მოდერნისტული მხატვრულ-სიტყვიერი კულტურის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიცაა ცნობიერების ნაკადი. "ცნობიერების ნაკადი" განიხილება როგორც ტექსტი და მისი სტრუქტურის გამოსავლენად გამოიყენება როგორც, ზოგადად, სემიოტიკური ლინგვისტიკის, ისე, კერძოდ, ტექსტის ლინგვისტური თეორიის კონცეპტუალური აპარატი. "ცნობიერების ნაკადი" თანმიმდევრულად განიხილება მისი სინტაქტიკური, სემანტიკური და პრაგმატიკული ასპექტების მიხედვით.&#13;
წიგნი განკუთვნილია ფილოლოგიური პროფილის ფაკულტეტთა სტუდენტებისათვის. </abstract>
