<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ნარკვევი ეძღვნება ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ კი კალას დომინირებულ სერზე წამომართულ ზოროასტრულ ცეცხლის სამლოცველოს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ირკვევა, იგი მალევე გადაკეთდა მეჩეთად, ბოლომდე შეინარჩუნა ზოროასტრული სახელწოდება - ათეშგა. მისი სახე მთლიანად შეესაბამება გვიანსასანური ცეცხლის ტაძრების ტიპოლოგიას. მისი წარმოშობა, განადგურება და მეჩეთად გარდაქმნა, ასახავს საქართველოში, და კერძოდ თბილისში VII-VIII საუკუნეებში მიმდინარე კულტურულ-ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებს. ნარკვევი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის და თბილისის ისტორიითა და ბედით დაინტერესებულ მოქალაქეთათვის.</abstract>
