<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">    დ. უზნაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის აქტუალურ მნიშვნელობას მკაფიოდ ასახავს განწყობის თეორიის კონტექსტში განსხვავებულ, ფსიქოთერაპიულ მიმართულებათა  როგორც ზოგადი, ასევე კერძო თეორიულ-პრაქტიკული საკითხების ანალიზის პროდუქტიულობა. აღნიშნულ საკითხთა შორის მოიაზრება ფსიქოდრამატული  ექსპრესიის (კათარზისის) საკითხიც.  &#13;
   განწყობის თეორია საშუალებას იძლევა თერაპიულ-მხატვრული ექსპრესია გაგებულ იქნეს არა როგორც მხოლოდ პირველადი აქტი - აფექტურ-ემოციური განმუხტვის (აბრეაქციის) ტერმინებში, არამედ, ასევე, როგორც რთული კოგნიტურ -კათარქტული პროცესი.  განწყობის თეორიის პოზიციიდან, პირველადი ექსპრესია ან მხატვრული მოქმედებით თავისუფალი თვითგამოხატვა გაიგება, როგორც ფუნქციონალური ტენდენციის რეალიზება, ხოლო მეორადი ექსპრესია უნდა დავუკავშიროთ  ფუქნციონალური ტენდენციის კონკრეტულ განწყობად სპეციალიზირების პროცესს. აღნიშნული, მეორადი პროცესი სტიმულირებულ - რეგულირებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ა) მოდელირებული გარემო პირობები (ობიექტურ-სიტუაციური ფაქტორი), ბ) განხორციელებული მოქმედება (ქცევითი ფაქტორი), გ) ჯგუფთან ურთიერთქმედება (სოციალური ფაქტორი), და დ) ვერბალური უკუკავშირი-ობიექტივაცია (კოგნიტური ფაქტორი). &#13;
      მეორადი კათარზისი უნდა გაგებულ იქნეს, როგორც ფუნქციონალური ტენდენციის  კონკრეტულ განწყობათა სახით  დიფერენცირება, რომელიც განწყობათა მოქმედებით გამოხატვისა და მათი  სოციალური ობიექტივირების პროცესში მიმდინარეობს. &#13;
      ჩვენს მიერ აღნიშნული ფაქტორები ფსიქოდრამის  თერაპიულ აგენტებთან კავშირდება, კერძოდ  ა) მოდელირებული გარემო (სცენა- ფსიქოდრამის ძირითადი ინსტრუმენტი), ბ) მოქმედება (acting-out, მოქმედებით გამოხატვა- ფსიქოდრამის ძირითადი, თეორიული კონსტრუქტი), გ) ჯგუფთან ურთიერთქმედება (ფსიქოდრამის ძირითადი თერაპიული აგენტი: ტელე, ემპათია),  დ) ვერბალური უკუკავშირი და ობიექტივაცია (sharing, ჯგუფური გაზიარება - ფსიქოდრამის ერთერთი ძირითადი ინსტრუმენტი და ეტაპი). &#13;
</abstract>
