<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სტატიაში ლაპარაკია ენობრივ ნორმასა და მის დარღვევებზე. არსებობს ენობრივი ნორმის ორი ფორმა: 1) ე.წ. ენობრივი შეცდომები, რაც მოლაპარაკის მიერ არ არის გამიზნული და ემყარება ენობრივი კომპეტენციის დეფიციტს, რომლებიც ნეგატიურად ფასდება, 2) ნორმის სტილისტურად განპირობებული დარღვევა, რაც გამიზნულია და გამოიყენება განსაზღვრული სტილისტური ეფექტის მისაღწევად. ასეთი დარღვევები უმეტესად პოზიტიურად ფასდება, რადგან იქმნება გრამატიკულ-ლექსიკური მეტაფორები სინტაქსში და კონოტაციები მორფოლოგიაში.</abstract>
