<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე წიგნი ეძღვნება ძირითად გერმანულ ფრაზეოლოგიურ კონსტრუქციებს,გახსნილია მათი დედააზრი, მათი წარმოშობა, მათი კორექტულად გამოყენების შესაძლებლობები და წარმოდგენილია შეძლებისდაგვარად მიახლოებული ქართული ეკვივალენტები. ფრაზეოლოგიური ერთეულები განლაგებულია ანბანური წესით საკვანძო არსებითი სახელის მიხედვით. ფრაზეოლოგიური კონსტრუქციები ილუსტრირებულია მხატვრული ლიტერატურიდან აღებული ნიმუშებით, ცალკე შემთხვევებში კი პერიოდული პრესიდან დამოწმებული მაგალითებით. ასევე წარმოდგენილია შესაბამისი სავარჯიშოები ფრაზეოლოგიზმების უკეთ ათვისების მიზნით.</abstract>
