<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სტატიაში განხილულია გერმანული საგაზეთო ტექსტები,რომლებიც ერთგვარი თავისებურებებით გამოირჩევა. ისინი სამ ძირითად ტექსტობრივ ჟანრს განეკუთვნება:1)რეფერატული ხასიათის ტექსტობრივი ჟანრი:ინფორმაცია, კორესპონდენცია, დოკუმენტაცია; 2)ინტერპრეტაციული ხასიათის ტექსტობრივი ჟანრი: რეპორტაჟი, ლიტერატურული ხასიათის სტატია, პორტრეტი, ინტერვიუ, წერილი, ლიტერატურული დამატება, ესეი; 3)კომენტარის ხასიათის ტექსტობრივი ჟანრი:კომენტარი, მოწინავე სტატია/პოლიტიკური კომენტარი/, სატირული ხასიათის საგაზეთო ცნობა, ავტორის საგაზეთო სვეტი, კრიტიკა/რეცენზია.</abstract>
