<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ არსებობს ენობრივ მოვლენათა დიდი რაოდენობა, რომელთა ახსნაც მხოლოდ წინადადებით შეზღუდული გრამატიკით შეუძლებელია, რაც გულისხმობდა ტექსტთან მიმართებას.  თანამედროვე კომუნიკაციაზე ორიენტირებულ ლინგვისტიკაში ტექსტი გაიგება როგორც უმაღლესი რანგის დინამიკური ერთეული, რომლის საშუალებითაც წარმოებს სამეტყველო ურთიერთობა.მხოლოდ კომუნიკაციური თვალსაზრისით შეიძლება ტექსტი გაგებულ იქნას როგორც დროულად დანაწევრებული ერთეული, როგორც ენობრივ ქმედებათა მონაცვლეობა.</abstract>
