<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სტატიაში ლაპარაკია უპირობის კატეგორიაზე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ზმნის პირის კატეგორიასთან, რადგან პირიანობისა და უპირობის მოვლენები ურთიერთსაწინააღმდეგო და ამავე დროს თანაფარდი კატეგორიებია. უპირობის გრამატიკული კატეგორია განიხილება როგორც პირის კატეგორიის ოპოზიცია და იგი წარმოადგენს „პერსონალობის“ ერთ-ერთ სახესხვაობას.</abstract>
