<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სტატიაში განიხილება ზმნის პირი როგორც კატეგორია, რომელიც შეესაბამება ობიექტურ რეალობას, აისახება მოლაპარაკის ცნობიერებაში და ენის საშუალებით მიაწერს ამა თუ იმ მოქმედებას, მდგომარეობას და ა.შ. შესაბამის აგენს, პაციენს და სხვა,ე.ი. გარდა ობიექტური მომენტისა ის მჭიდროდ არის დაკავშირებული საკომუნიკაციო აქტთან. აქედან გამომდინარე, ზმნის პირის კატეგორია არის სამწევრიანი პარადიგმა, რომელიც მოიცავს ურთიერთსავარაუდო „მე,შენ, ის“ პოზიციებს.</abstract>
