<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს სკოლებში საბუნებიმეტყველო საგნებში დაახლ.20 წლის ინტერვალით, პირველად  ჩატარდა ფინალური (კლასიდან კლასში გარდამავალი) გამოცდები.ამ საგანმანათლებლო რეფორმაზე მოსწავლეთა რეაგირების ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტად შფოთვითი რეაქცია უნდა ჩაითვალოს. &#13;
წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ტესტური შფოთვისა (TAQ) (სარასონი) და ნიშან-მდგომარეობა შფოთვის (STAI)(შპილბერგერი)დონეთა დადგენას თბილისის სკოლების მოსწავლეებთან.კვლევისთვის შეირჩა თბილისის სკოლები ტიპისა(სახელმწიფო,კერძო) და უბნების მიხედვით.კვლევის შედეგების თანახმად, საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდების აქტუალობა ზრდის  ტესტურ შფოთვას (ოთხივე კომპონენტით) და რეაქტიული შფოთვის მაჩვენებელს; ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ტესტური შფოთვიდან იძლევა დაძაბულობისა და  შფოთვითი რეაქციების კომპონენტები.აღნიშნული ორი კომპონენტის ზრდა ნორმის ფარგლებში, ხოლო ამოცანისადმი ირელევანტური რეაქციებისა და სხეულებრივი ნიშნების კომპონენტების ზრდის ტენდენცია სუბნორმის ფარგლებში გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ თბილისელ მოსწავლეთა რეაქცია მოსალოდნელ  გამოცდებზე ადაპტურია.</abstract>
