<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ეფექტიანად განსახორციელებლად მიზანშეწონილია საბაზრო ძალებისა და სახელმწიფო ჩარევების გონივრული დაბალანსება. სინგაპურმა ასეთ ბალანსს მიაღწია სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემის დანერგვით. იგი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ინოვაციური ალტერნატივაა. ის ფაქტი, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ადამიანი სადაზღვევო კომპანიის ნაცლად საკუთარ ანგარიშზე დაგროვილ თანხას ხარჯავს, მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს. ამას ადასტურებს სინგაპურის გამოცდილება, რომელიც გაცილებით ნაკლებს ხარჯავს ჯანდაცვაზე ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნები. მიუხედავად ამისა, სინგაპურში ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია ვიდრე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. შესაბამისად, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემა შეიძლება ჩაითვალოს ჯანდაცვის მზარდი ხარჯების პრობლემის გადასაწყვეტი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი. საქართველომ უდავოდ უნდა გაიზიაროს ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკით დაგროვილი გამოცდილება. რამდენად მისაღებია სინგაპურის სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემა საქართველოსთვის? - თუ გავითვალისწინებთ სინგაპურის პოზიტიურ შედეგს, პასუხი, ალბათ, დადებითი იქნება.</abstract>
