<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ყოველ ფუნქციურ სტილში კომპოზიტები დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ოკაზიონალური (ერთჯერადი)კომპოზიტები პრესაში მკითხველზე ემოციური ზეგავლენის მოსახდენად. თუ ერთჯერადი კომპოზიტები შინაარსობრივად და სტილისტურად მოტივირებულია, მათ გააჩნიათ ესთეტიკური ღირებულება და კონტექტს აძლევენ განსაკუთრებულ სტილისტურ შეფერილობას. ამგვარი ენობრივი ფიგურებით ტექსტი უფრო ადვილად აღსაქმელი და უფრო ემოციურია.</abstract>
