<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">კვლევა "საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკა და მოსწავლეთა შფოთვითი რეაქციები საბუნებისმეტყველო გამოცდების მიმართ" წარმოდგენილია პოსტერის სახით.&#13;
კვლევამ აჩვენა, რომ საგანმანათლებლო რეფორმაზე (კერძოდ, საბუნებიმეტყველო გამოცდების აქცენტირებაზე) საპასუხოდ, სხვადასხვა ტიპის თბილისის სკოლებში(კერძო-საჯარო, "პრესტიჟლი-არაპრესტიჟული") გაიზარდა  მდგომარეობა შფოთვის(STAI, შპილბერგერის 2-ფაქტორიანი სკალა) და საგამოცდო შფოთვის 3 მახასიათებელი: დაძაბულობა, ტესტ-რელევანტური აზრები, სხეულებრივი სიმპტომები (TAQ, სარასონის საგამოცდო შფოთვის 4-ფაქტორიანი სკალა). უმაღლესი მაჩვენებელი იქნა მიღებული TAQ-ის დაძაბულობისსკალაზე. სხვა მიმართულებით, მაჩვენებლები ნორმის ფგარგლებში, ხოლო ამოცანისადმი ირელევანტური აზრებისა და სხეულებრივი სიმპტომების სკალების მაჩვენებლები- სუბნორმის ფარგლებში. მიღებული შედეგი საგამოცდო რეფორმისადმი თბილისელი მოსწავლეების რეაქციის ადაპტურობაზე დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა.დასკვნის არგუმენტია ის ფაქტიც, რომ საკვლევ ჯგუფში საგამოცდო შფოთვის ქვესკალათა კორელაცია იზრდება.</abstract>
