<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სტატიაში ლაპარაკია უპირობის კატეგორიაზე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ზმნის პირის კატეგორიასთან. სხვა ენებისაგან განსხვავებით, წინადადების უპირო გაფორმება ხელსაყრელია გერმანული ენისათვის: წინადადებას აქვს აზრი სრულფასოვანი ქვემდებარის გარეშეც, დომინირებულ წევრს წარმოადგენს შემასმენელი (ხანდახან წინადადების სხვა მეორეხარისხოვან წევრებთან ერთად), ყურადღება კონცენტრირებულია უაგენსო მოქმედებაზე, რაც ქმნის მეტყველების ხატოვანებას და წარმოადგენს ეფექტურ სტილისტურ საშუალებას გერმანულ ენაში.</abstract>
