<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">მონოგრაფიაში გაანალიზებულია თანამედროვე ფსიქოთერაპიული მეთოდის, ფსიქოდრამის, ჩამოყალიბების წანამძღვრები, მისი მიმართება თეატრალურ ხელოვნებასა და ზოგადად, ხელოვნებასთან. ფსიქოდრამა განიხილება  ხელოვნების ფუნქციონალური ანალიზის ჭრილში. წარმოდგენილია ფსიქოდრამის მიმართება სხვა თანამედროვე, სახელოვნებო მეთოდებთან და თეატრალურ მიმდინარეობებთან (ა.არტო, ა. ბოალი, ბ.ბრეხტი და სხვ.) წარმოდგენილია ფსიქოდრამის თეორია და პრაქტიკა (ჯ.მორენო), განიხილება ფსიქოდრამის თერაპიული აგენტები და მისი სტრუქტურა.</abstract>
