<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სალექციო კურსში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი და ფუძემდებლური საკითხები, როგორიც არის: სამოქალაქო სამართლის სისტემა; კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თვითბოჭვა; საკუთრების გაგების იდეოლოგიური ინტერპრეტაცია; სამოქალაქო სამართლის წყაროები; ფიზიკური პირები; უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის ცნებები; იურიდიული პირები, მათი წარმოშობა და  ნიშნები; იურიდიული პირის სახეები; გარიგებანი; მოძღვრება ნების ნაკლის შესახებ; სანივთო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: საკუთრების ცნება, მნიშვნელობა და ისტორიული განვითარება; უფლებების ცნება და სახეები; საკუთრების უფლების შეზღუდვები; სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის პრობლემები; მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები (გირავნობა და იპოთეკა) და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც ღირებულია, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით და რომელთა შესწავლაც აუცილებელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. &#13;
&#13;
წარმოდგენილი სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთათვის და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე სალექციო კურსში განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. &#13;
</abstract>
