<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სალექციო კურსში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი და ფუძემდებლური საკითხები, როგორიცაა: &#13;
ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, სესხის. ასევე, ნარდობის, გადაზიდვა-გადაყვანისა და დაზღვევის ხელშეკრულებები. განხილულია ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების საკითხები. სალექციო კურსში განხილულია კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი, დელიქტური ვალდებულებანი.&#13;
&#13;
მნიშვნელოვანია, რომ სალექციო კურსი ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივ საკითხებსა და მათ ანალიზს. სალექციო კურსს თან ახლავს დანართი, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა კანონები და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც დაეხმარებიან მკითხველს სალექციო კურსის უკეთ ათვისებაში (შემეცნება/გააზრებაში).  &#13;
&#13;
გარდა ამისა სალექციო კურსი მოიცავს მრავალ სხვა საკითხს, რომელიც ღირებულია, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით და რომელთა შესწავლაც აუცილებელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. &#13;
&#13;
წარმოდგენილი სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთათვის და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე სალექციო კურსში განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. &#13;
</abstract>
