<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამართლის ის ძირითადი პროფესიები, რომლებშიც მათ უმაღესი იურიდიული განათლების მიღების შემდგომ შეეძლებათ მოახდინონ თვითრეალიზაცია.  &#13;
&#13;
სალექციო კურსი ეძღვნება სამართლის ისეთ ძირითად პროფესიებს, როგორიც არის ნოტარიუსი, ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე. &#13;
თანამედროვე მსოფლიოში იურიდიულ პროფესიათა მრავალმხრივი დაყოფა არსებობს. წინამდებარე სასწავლო კურსი ეძღვნება სამართლის ძირითადი პროფესიების საქართველოში არსებული ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შესწავლას. &#13;
&#13;
სტუდენტის მიერ სამართლის პროფესიათა ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შესწავლა ემსახურება მის მიერ სამომავლო პროფესიის არჩევის გაადვილებასა და შეგნებულ არჩევანს. &#13;
&#13;
სასწავლო კურსი ასევე მოიცავს იურისტისათვის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტების ნორმატიულ-სამართლებრივ რეგულირების საკითხებს, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.&#13;
&#13;
სტრუქტურულად თითოეული განსახილველი თემა მოიცავს ასევე თემის შესწავლის დონის განმსაზღვრელ კითხვებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს შეეძლებათ გადაამოწმონ მათ მიერ მიღებული ცოდნის დონე და მათი მზაობა თემასთან დაკავშირებული ტესტისა თუ სემინარისათვის. &#13;
&#13;
ყოველ თემას თან ახლავს ნორმატიული მასალის ჩამონათვალი, რომლის მოძიებისა და გაცნობის შემდეგ სტუდენტი კიდევ უფრო გაიღრმავებს თემაში განხილულ საკითხთან მიმართებაში შეძენილ ცოდნას. &#13;
&#13;
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თემაში ცალკე მოცემულია განხილულ პროფესიაში შესვლის წინაპირობები. &#13;
წარმოდგენილი სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთათვის და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე სალექციო კურსში განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. &#13;
</abstract>
