<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">შესავალი: კარდიოლოგიურ ავადმყოფთა რეჰოსპიტალიზაცია დიდი ფინანსური ტვირთია როგორც ჯანდაცვის სისტემისათვის, ასევე  პაციენტებისათვის. კვლევის მიზანია კარდიოლოგიურ პაციენტებში რეჰოსპიტალიზაციის  თავისებურებების, მისი გამომწვევი მიზეზების  შესწავლა და შემცირების გზების ღონისძიებათა შემუშავება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ჩაღრმავებული ინტერვიუ. რაოდენობრივი  კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექიმების და პაციენტების გამოკითხვა წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით, რეჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიების შესწავლა. შედეგები: რეჰოსპიტალიზაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს პაციენტთა მიერ საჭირო სამკურნალო ღონისძიებების არჩატარება. იგი გამოწვეულია ფინანსური სიძნელეებით, ასევე, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, კერძოდ, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ნაკლები განვითარებით, რომლის მთავარი ფუნქციაა პაციენტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მასზე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა. პაციენტი  სტაციონარიდან გაწერის შემდეგ იაშვიათად, ან საერთოდ არ მიმართავს ოჯახის ექიმს; არ  არის კოორდინირება ოჯახის ექიმსა და საავადმყოფოს მკურნალ ექიმს შორის. დისკუსია, რეკომენდაციები: განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის სიხშირის შემცირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის  ეფექტური სისტემის არსებობას. ამ მხრივ, უცილებელია, ქვეყანაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა; კოორდინაციის არსებობა კლინიკასა, პაციენტსა და პირველად ჯანდაცვის სისტემას შორის; ბინაზე გაწერისას პაციენტთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათზე საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებზე; ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ამბულატორიული მომსახურების პაკეტის გაფართოება.</abstract>
