<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">შესავალი: მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ბოლო ათწლეულებია, შეინიშნება საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობათა რიცხვის ყოველწლიური ზრდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის პროცენტული მაჩვენებელი, მშობიარობათა საერთო რაოდენობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში საკეისრო კვეთის სიხშირე 37.3%-ს შეადგენს. კვლევის მიზანია იმ ფაქტორების გამოვლენა რომლებიც განაპირობებენ საკეისრო კვეთების მაჩვენებლის ზრდას და მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია საკეისრო კვეთების შესახებ არსებული ლიტერატურა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მენა-გინეკოლოგთა ჩაღრმავებითი ინტერვიუირება, ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მეან-გინეკოლოგების და მელოგინე ქალების გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით. შედეგები: დაბალია მელოგინეთა ინფორმირებულობა საკეისრო კვეთების რისკებისა და გართულებების შესახებ. მათი უმრავლესობა უპირატესობას საკეისრო კვეთის ოპერაციას ანიჭებს, რადგან მას მიიჩნევენ უსაფრთხო პროცედურად. მაღალი ფასის გამო ექიმებს აქვთ საკეისრო კვეთის ჩატარების ფინანსური დაინტერესება. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლისა და გაიდლაინის, როგორც რეგულირების მექანიზმის როლის ამაღლება. საზოგადოებისათვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება საკეისრო კვეთების შესაძლო გართულებების და ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობის შესახებ. ფინანსური დაინტერესების შემცირების მიზნით სასურველია ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ოპერაციის ფასებს შორის არსებული სხვაობის შემცირება და გასაშუალოებული ერთიანი ტარიფის დადგენა.</abstract>
