<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევის იდეა ყოველთვის მაშინ დგებოდა დღის წესრიგში, როდესაც იცვლებოდა ქვეყნის პოლიტიკური კლიმატი, რომელიც ზოგჯერ დაკავშირებული იყო ომთან, დეპრესიის პერიოდთან. ფრანკლინ რუზველტის რეფორმები დიდი დეპრესიის პერიოდთან ასოცირდება, ხოლო ჰარი ტრუმენის მიერ შემოთავაზებული ეროვნული დაზღვევის სისტემა – მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდთან. აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ისტორიული ცვლილებები შესაძლებელია 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დავუკავშიროთ.&#13;
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში არასოდეს ყოფილა ჯანდაცვის რეფორმები ისეთი აქტუალური და პრიორიტეტული, როგორც 2008 წლის არჩევნების დროს. მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ქვეყნის ორივე მსხვილი პარტია, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული, ერთ რამეში თანხმდებოდნენ: ამერიკის ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას.</abstract>
