<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">შესავალი: გადაზღვევა წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის დაცვის სისტემას, რომლის მიზანიცაა კატასტროფული ზარალებისგან სადაზღვევო კომპანიის დაცვა. კვლევის მიზანია გავიგოთ თუ რომელი სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ გადაზღვევას საქართველოში, როგორ და რა ფორმით ხდება გადაზღვევა მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, არის თუ არა გადაზღვევა სადაზღვევო ორგანიაზაციების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. მეთოდოლოგია: კვლევის მიზნით შესწავლილ იქნა გადაზღვევის საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები. ჩატარებულ იქნა თვისებრივი კვლევა, რაც გულისხმობდა ჩაღრმავებით ინტერვიუირებას უშუალოდ სადაზღვევო კომპანიების PR მენეჯერებთან და ანდერაიტერებთან. შედეგები, დასკვნა: კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი მზღვეველების უმრავლესობა გადაზღვევას აწარმოებენ მსოფლიოს სხვადასხვა გადამზღვევ ორგანიზაციებში. ძირითადად იყენებენ გადაზღვევის ობლიგატორულ ფორმას, რადგან იგი დაკავშირებულია გადაზღვევის ავტომატურ მოქმედებასთან და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან. ამასთან, წინასწარაა  განსაზღვრული გადასაზღვევი რისკების მახასიათებლები და მათი გადაზღვევა ხდება დაყოვნების გარეშე. პირდაპირი მზღვეველისათვის გარანტირებულია გადაზღვევის დაფარვა. მზღვეველების უმრავლესობა იყენებს გადაზღვევის პროპორციულ ტიპს, რადგან იგი კაპიტალის მართვისთვის ყველაზე ეფექტურია. ამასთან, ამ პროპორციული გადაზღვევის დროს პირდაპირი მზღვეველიც და გადამზღვეველიც პასუხისმგებლობას, სადაზღვევო პრემიასა და ზარალს ინაწილებენ რისკში მონაწილეობის პროპორციით. გადაზღვევა წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს ეხმარება ზარალიანობის სტაბილიზებაში. </abstract>
