<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ფინანსური რისკების დაზღვევა ნაკლებადაა განვითარებული. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია გასცემს ფინანსურ გარანტიებს. სადაზღვევო ბაზარზე საერთოდ არ არსებობს ფინანსური რისკების დაზღვევის პროდუქტი, რომლის გაცემა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების პრეროგატივაა. ბანკები იყენებენ შიდა რისკ-მენეჯმენტს, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური რისკების დაზღვევაში ბანკები გვევლინებიან სადაზღვევო კომპანიების კონკურენტებად.&#13;
სადაზღვევო სფეროში ფინანსური რისკების დაზღვევის განვითარების  ხელისშემწყობ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ პროექტების ზრდა, რომლებზედაც გამოცხადდება ტენდერები. ასევე მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიებისადმი ნდობის ფაქტორის ამაღლება. ამით მეწარმე შეეცდება ფინანასური გარანტიის საჭიროებისას მიმართოს არა ბანკს არამედ სადაზღვევო კომპანიას. &#13;
</abstract>
