<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">შესავალი: საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც მოიცვა დაუზღვეველი მოსახლეობა. შედეგად, ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული გახდა საბაზისო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. მოსარგებლეებს მიეცათ საშუალება შეუზღუდავად მიიღონ  საბაზისო სამედიცინო  მომსახურება მათთვის სასურველ, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. კვლევის მიზანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა კმაყოფილების შესწავლა, ამბულატორიული  სერვისის მიწოდებისას გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა. მეთოდოლოგია: კვლევის ჩასატარებლად გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა გამოკითხვას საფოსტო ანკეტირებისა და პირდაპირი ინტერვიურების მეშვეობით, რისთვისაც წინასწარ იქნა შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარები. შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსარგებლეთა უმრავლესობა კმაყოფილია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით. შედარებით დაბალია მოსარგებლეთა ინფორმირებულობის მაჩვენებელი, ასევე გარკვეული პრობლემები შეინიშნება სასურველი სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობის მხრივ. შედარებით ნაკლებია მკურნალობის საჭიროების შესახებ პაციენტის განათლება. დისკუსია, დასკვნა:  - მოსარგებლეთა ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი, სასურველი სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობა, მკურნალობის საჭიროების არასაკმარისი ახსნა წარმოადგენს პროგრამის პრობლემურ მახასიათებლებს და მოითხოვს გამოსწორებას.</abstract>
