<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება ფატიკურ კომუნიკაციას კვლევის ორი შემდეგი ურთიერთდაკავშირებული თვალსაზრისით:&#13;
ა) ზოგადი თეორიული თვალსაზრისით ვცდილობთ დავადგინოთ, თუ რაში მდგომარეობს ფატიკური კომუნიკაციის ფუნქციური არსი და, ამ არსიდან გამომდინარე, როგორ უნდა აიგოს ამ ფენომენის ადეკვატური და ჭეშმარიტად თანამედროვე ტიპოლოგია;&#13;
ბ) თეორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განვიხილავთ ფატიკური კომუნიკაციის თავისებურებეს თანამედროვე იტალიის ენობრივ-კულტურულ არეალში.&#13;
</abstract>
