<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">მონოგრაფია ეძღვნება ისეთ მრავალმხრივად აქტუალურ ფენომენს, როგორიცაა ფატიკური კომუნიკაცია. ხსენებული ფენომენი განხილული და გაანალიზებულია თანამედროვე ლინგვოსემიოტიკური კვლევისთვის  ისეთ მნიშვნელოვან თვალსაზრისებზე დაყრდნობით, როგორიცაა:&#13;
ა)ზოგადსემიოტიკური თვალსაზრისი; ბ)ენობრივ-კომუნიკაციური თვალსაზრისი; გ)პრაგმასემანტიკური თვალსაზრისი; დ)სემიოკულტუროლოგიური თვალსაზრისი; ე) ტიპოლოგიური თვალსაზრისი.&#13;
ნაშრომი ერთმნიშვნელოვნად ავლენს ფატიკური კომუნიკაციის ისეთ ტიპოლოგიურად რელევანტურ ნიშანთვისებას, როგორიცაა მისი უნივერსალურად სემიოტიკური ხასიათი: იგი შეიძლება ატარებდეს როგორც ვერბალურ სემიოტიკურ, ისე არავერბალურად სემიოტიკურ ხასიათს. ნაშრომში ნაჩვენებია ფატიკური კომუნიკაციის როგორც ინტერაქციული ბუნება, ისე ამ ფენომენის უნივერსალია პრაგმასემანტიკურ სტრუქტურაში. მონიგრაფიაში ზემოხსენებული ფენომენები განხილულია სინთეზურად: საკვლევი მოვლენებისადმი ლინგვოკულტუროლოგიური მიდგომა წარმოგვიდგება როგორც ლინგვოსემიოტიკურ და კულტუროლოგიურ მიდგომათა სინთეზი. ფატიკური კომუნიკაცია როგორც ენობრივ-კულტურული მოვლენა მონოგრაფიაში გამოკვლეულია იტალიურ ლინგვოკულტუროლოგიურ არეალში. ნაშრომი საინტერესო და სასარგებლოა ყველა პროფილის ლინგვისტისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სურს გაითავისოს კომუნიკაციური ფენომენებისადმი ლინგვოკულტუროლოგიური მიდგომა.&#13;
</abstract>
