<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ადამ სმითი და "უხილავი ხელი" თითქმის სინონიმებია თანამედროვე ეკონომიკურ აზროვნებაში. უხილავი ხელის მეტაფორა ხატოვნად და ზუსტად ასახავს ადამიანის ქცევას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ყოველი ადამიანი homo economicus-ია, რომელიც მოტივირებულია პირადი ინტერესებით. მისი საქმიანობის ძირითადი მოტივია ლტოლვა საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი. ეს არის ჯანსაღი ეგოიზმი. მაგრამ ამაში არაფერია ცუდი. პირიქით, სწორედ ამ ეგოიზმში მდგომარეობს მთელი საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველი. ბაზარზე მოქმედი „უხილავი ხელი“ ადამიანთა მოქმედებას საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმართავს და საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას. &#13;
სმითის „უხილავი ხელის“ თეორია გახდა ეკონომიკის განვითარებაში სახელმწიფოს რაიმე სახის ინტერვენციის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი, რომლის მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს დისკუსიები ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობა, შრომის ბაზრის რეგულირება, დაბალანსებული ბიუჯეტი...</abstract>
