<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0"> 2013 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემა. იგი არსებითად ცვლის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების სისტემას. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სარგებლების მრავალი გადამხდელი სისტემით, ანუ კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით დაფინანსების ნაცვლად, შეიქმნება ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ანუ ერთი გადამხდელით დაფინანსების სისტემა. თანამედროვე მსოფლიოს სოციალური დაზღვევის სისტემის ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ უფრო ეფექტურია ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების მართვა განახორციელონ მრავალმა კონკურირებადმა სადაზღვევო კომპანიებმა და არა ერთმა სახელმწიფო სადაზღვევო ფონდმა. ერთი გადამხდელით დაფინანსების არაკონკურენტული სისტემა არ არის თანამედროვე, უახლესი მიდგომა, იგი განვლილი ეტაპია. საქართველომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება მსოფლიოს თანამედროვე გამოცდილებას უნდა დააფუძნოს. </abstract>
