<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წიგნში თავმოყრილია ყველა ის საკითხი, რაც უცხოური ენის შესწავლასა და სწავლებას უკავშირდება და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე მის გარეთ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.&#13;
უცხოური ენების სწავლების საფუძვლების მიზანია, უცხოური ენის სწავლების მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვითი ხასიათის ინფორმაციების მკითხველისათვის მიწოდება და ამით, უპირველეს ყოვლისა, უცხოური ენების მოქმედი და მომავალი მასწავლებლების დახმარება; მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა; განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და ა.შ.&#13;
&#13;
წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეთმობა&#13;
•უცხოური ენების ათვისებისა და სწავლების თეორიებს;&#13;
•უცხოური ენების მეთოდების განვითარების ისტორიას;&#13;
•სამეტყველო უნარ-ჩვევებისა და ენის სისტემის ასპექტების სწავლების პრობლემებს;&#13;
•საკუთარი და შესასწავლი ქვეყნის/ქვეყნების კულტურათა დიალოგს ენის დაუფლებისას;&#13;
•შეფასების პრობლემებსა და ტესტირებას უცხო ენის სწავლა/სწავლებისას და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გარეშეც სასწავლო პროცესი სრულყოფილი სახით დღეს წარმოუდგენელია.&#13;
&#13;
წიგნის მეორე ნაწილი მთლიანად ეთმობა საქართველოში უცხოური ენების სწავლა/სწავლებას. </abstract>
