<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სასწავლო მასალის შედგენისას ავტორები შეეცადნენ გაეთვალისწინებინათ ის გარემოება, რომ საზღვარგარეთ მდებარე ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეთა ასაკი  და ენობრივი კომპეტენციები განსხვავებულია; განსხვავებულია ის ენობრივი გარემოც, რომელშიც მათ უხდებათ ცხოვრება, პედაგოგთა კვალიფიკაცია, სწავლების ორგანიზაციის ფორმები...ამ ტიპის სკოლებში მასწავლებელს სჭირდება გაცილებით მეტი დამოუკიდებლობისა გამოჩენა, თითოეული მოსწავლის თავისებურებების გათვალისწინება,ენის ფლობის სხვადასხვა დონეებისათვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიების შემუშავება. წარმოდგენილი გზამკვლევის მიზანია, გაუადვილოს მასწავლებელს ამ სირთულეების დაძლევა და დაეხმაროს მას იმ შედეგების მიღწევაში , რომელსაც ამ ტიპის სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა და საგნობრივი სტანდარტი ითვალისწინებს.</abstract>
