<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სასწავლო კომპლექტის ნაწილს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გრიფირებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, წარმოადგენს მეთოდურ გზამკვლევს იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც მე-8 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან ნ. მაღლაკელიძის, ნ. ღონღაძის, თ. ცხადაიას, დ. კვანჭიანის, თ. ღონღაძის მოსწავლის წიგნით.მისი მიზანია გაუადვილოს მასწავლებელს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.</abstract>
