<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">გასული საუკუნის 60-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის შედეგად შეიცვალა მიდგომები პოლიტიკაში, მეცნიერებასა და ლიტერატურაში; დამკვიდრა პლურალიზმი, გადააზრებულ იქნა დამკვიდრებული ცნებები და ახლებურად იქნა გაგებული თავისუფლება. ამ მხრივ, არც დასავლეთ გერმანული ლიტერატურა ყოფილა გამონაკლისი.&#13;
ლექციაზე გავიხსენებთ, რა კავშირი იყო სტუდენტურ მოძრაობასა და მარქსიზმს შორის; შევიტყობთ, რას ნიშნავს „ლიტერატურის სიკვდილი“ და რის შესახებ წერდნენ „ჯგუფი 61“-ის წევრები; დავაკვირდებით, როგორ იქცნენ პოეტები ლიტერატურულ აქციონისტებად; გავარკვევთ, რით განსხვავდება ახალი რეალიზმი ტრადიციულისგან; ჩავიხედავთ პეტერ ვაისის დოკუმენტური დრამების სამყაროში და გავიცნობთ მის მეტოქეს, გერმანული თანამედროვეობის სეისმოგრაფს - ბოთო შტრაუსს.&#13;
</abstract>
