<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">გამოკვლევაში შევეხეთ მხოლოდ სასკოლო&#13;
განათლებას, მისი დაფინანსებისა და მართვის ზოგიერთ საკითხს. კვლევის&#13;
დაწყებისას მიზნად დავისახეთ გაგვერკვია განხორციელდა თუ&#13;
არა რეფორმის მთავარი მიზნის _ ცოდნაზე დაფუძნებული საზოგა დოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.&#13;
რადგანაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საფუძველი განა-&#13;
თლების ეკონომიკაა, რომლის წარმოშობასა და განვითარებას ცოდნისა&#13;
და ინფორმაციის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანამ და&#13;
მათი მიმღებისა და გადამცემის _ ადამიანისეული კაპიტალის კვლევამ&#13;
შეუწყო ხელი, ამდენად მონოგრაფიის პირველი თავი სწორედ ამ&#13;
საკითხებს დავუთმეთ. შემდეგ კი მოკლედ მიმოვიხილეთ განათლების&#13;
განვითარების პროცესი საქართველოში და რეფორმების წვლილი&#13;
მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.&#13;
მოვახდინეთ საჯარო სკოლების დაფინანსებასთან და ამ ფინანსების&#13;
განკარგვასთან დაკავშირებული ციფრობრივი მასალების&#13;
მოძიება და ანალიზი, რომელსაც მიეძღვნა მესამე და მეოთხე თავები.&#13;
შემდეგ კი ყურადღება გავამახვილეთ თანამედროვე სკოლის დირექტორის&#13;
როლსა და ფუნქციებზე ფინანსების, და არა მარტო ფინანსების&#13;
მართვის საკითხებზე, რამდენადაც ფინანსური უზრუნველყოფისა&#13;
და ფინანსების მართვაში სწორი პოლიტიკის გატარების&#13;
გარეშე, სკოლის ხედვისა და მისიის შესრულება ალბათ შეუძლებელი&#13;
იქნებოდა.&#13;
კვლევის პროცესში გაჩნდა პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც&#13;
კვლევის შედეგებმა გამოავლინა. ასე მაგალითად: რატომ იმატებს&#13;
დეფიციტური სკოლების რაოდენობა? როგორია სასკოლო საგანმანათლებლო&#13;
სფეროს ძირითადი რესურსის_მასწავლებლის ხელფასი,&#13;
და მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდისა, რატომ არის იგი არამატერიალური&#13;
წარმოების სფეროს მუშაკების ხელფასებზე მნიშვნელოვნად&#13;
დაბალი? ხომ არ დადგა დღის წესრიგში ვაუჩერით დაფინანსების&#13;
ცვლილების აუცილებლობა? ამ კითხვებზე პასუხი ჩვენი შემდგომი&#13;
კვლევის საგანი გახდა.</abstract>
