<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">"ფრეზერის ინსტიტუტის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 5 პარამეტრიდან საქართველოს მხოლოდ 2 პარამეტრში აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი. კერძოდ: სამართლებრივი სტრუქტურა და საკუთრების უფლების დაცვა (II პარამეტრი) და კრედიტების, შრომისა და ბიზნესის რეგულირება (V პარამეტრი). ეს სწორედ ის ჩავარდნებია, რომლითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველო განვითარებულ ქვეყნებს.</abstract>
